Friday, November 22, 2019

2018/2019 წლის საწრეო სამუშაო ისტ-ში


წრე 5- 6 კლასი ისტ-ში ,,ისტ-  გამოყენება თანამედროვე ცხოვრებაში"


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის
სამუშაო  პროგრამა/განრიგი
2018 / 2019 სასწავლო წელი



წრის  სახელწოდება:    „ისტ-ის  გამოყენება  თანამედროვე ცხოვრებაში“
წრის ხელმძღვანელი:    ხათუნი ასანიძე
სკოლა: სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი:  მე 5-6  კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 7.
წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას (ბუკლეტების, კროსვორდების, პრეზენტაციების შექმნა სხვადასხვა საგნებში) წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი. შევქმნით ბლოგს სადაც აისახება წრის მუშაობა.
წრის ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი, 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: xatunaasanidze1@gmail.com











ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2018–2019 სასწავლო  წელი


მეცადინეობის  ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი





თარიღი
თემის  დასახელება
31,01,2019 
საორგანიზაციო საკითხები
წრის მუშაობის გეგმის გაცნობა
07,02,2019 
ტექსტური რედაქტორის გამოყენება ტექსტის ფორმატირება:  ფონტის, პარაგრაფის ფორმატირება, სტილის განსაზღვრა;
21,02,2019 წ
გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ბეჭდვის წინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.
28,02,2019 წ
ბუკლეტების დამზადება, ბეჭდვა, სკანირება
21,03,2019 წ
მეხსიერების ბუფერი და მისი გამოყენება;
მართლწერის შემოწმების და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება;
28,03,2019 წ
დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა;  სარჩევის, სანიშნეების  და ჰიპერბმულბის შექმნა, დოკუმენტში გადაადგილება;
04,04,2019 წ
ინტერნეტი, ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური და საკანონმდებლო ნორმები; საავტორო უფლებები.
11,04,2019 წ
ვებ-გვერდი და მისი შემადგენელი კომპონენტები;
18,04,2019 წ
ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა.მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში;
მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება;
02,05,2019 წ
ფორმულების გამოყენება.  უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზედიაგრამები და მათი სახეობები;
16,05,2019 წ
კროსვორდების დამზადება სხვადასხვა საგანში
23,05,2019 წ
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება



 რესურსები: სახელმძღვანელო, თაბახის ფურცელი, კომპიუტერები, პროექტორი. პრინტერი.

                                                            გაკვეთილები

შეხვედრა N 1 სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში 2019 წლის 31 იანვარს შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა თემაზე, საორგანიზაციო საკითხები, წრის მუშაობის გეგმის გაცნობა. მოსწავლეებს გავაცანი წრის გეგმა, წრის მიზანი.




შეხვედრა N 2  2019 წლის 07 თებერვალ მორიგ შეხვედრაზე ტექსტურ რედაქტორში დამოუკიდებლად იმუშავეს მოსწავლეებმა,რადგან დაუფლებული იყვნენ იმ უნარ-ჩვევებს რაც ტექსტის აკრებისთვისაა  საჭირო. მათ მოეწონათ სურათების ჩასმა ტექსტურ რედაქტორში, იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში.



შეხვედრა N 3  2019 წლის 21 თებერვალს მოსწავლეებმა შეძლეს დოკუმენტის და სასურველი სურათების დაბეჭვდა მათ ისწავლეს ბეჭვდის წინა დათვალიერება. ეს შეხვედრა სახალისო აღმოჩნდა მათთვის.




შეხვედრა N 4    28 თებერვალს მეოთხე შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეძლეს ბუკლეტების მომზადება, მისი ბეჭვდა და გაეცვნენ სკანირებას. შეხვედრა მართლაც სხვადასხვა თემით იყო დატვირთული და ნაყოფიერი გამოდგა.



შეხვედრა N 5  21 მარტს შედგა მეხუთე შეხვედრა მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით გაიგეს თუ რა არისმეხსიერების ბუფერი და ისწავლეს მისი გამოყენება. 






შეხვედრა N 6  2019 წლის28 მარტს შეხვედრა დატვირთული იყო მეხუთე კლასის მოსწავლეებისათვის უფრო რთული და ახალი მასალით, მათ ისწავლეს სარჩევის სანიშნოების და ჰიპერბმულის შექმნა, დოკუმენტში გადაადგილება.


შეხვედრა N 7 2019 წლის 04 აპრილს შეხვედრაზე მოსწავლეებისთვის საინტერესო თემა იქნა განხილული ინტერნეტი და მისი გამოყენება. საავტორო უფლებების ცოდნა. ეს შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისათვის.


შეხვედრა N 8  2019 წლის 11 აპრილს მოსწავლეები გაეცვნენ ვებ-გვერდს და მის შემადგენელ კომპონენტებს.




შეხვედრა N 9  2019 წლის 18 აპრილს შეხვედრა დაეთმო ელექტრონული ცხრილების შესწავლას მოსწავლეებმა ისწავლეს მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილებში. გაეცვნენ მონაცემთა ტიპებს ( ტექსტური, რიცხვითი , ფორმულა,თარიღი) და მათ შორის განსხვ ავებას.



შეხვედრა N 10  2019 წლის 02 მაისს შედგა მეათე შეხვედრა,  ელექტრონულ ცხრილებში მუშაობა ფორმულის გამოყენებით. გაეცვნენ  დიაგრამებს და მათ სახეობებს.ეს შეხვედრა სახალისო გამოდგა.





შეხვედრა N 11  2019 წლის 16 მაისს მოსწავლეებმა თავიანთი სასურველი თემის მიხედვით დაიწყეს კროსვორდების დამზადება სხვადასხვა საგანში. დიდი ემოციებით და სიყვარულით მიუდგნენ ამ საქმეს, კროსვორდებზე მუშაობამ შექმნა ქაოსური მდგომარეობა, ცოტა კამათიც მაგრამ ძალიან სახალისო გამოვიდა ეს შეხვედრა.



შეხვედრა N 12  23 მაისს შედგა  წრის ბოლო შეხვედრა მოსწავლეებმა მოახდინეს ნასწავლი მასალის შეჯამება, გამოთქვეს თავიანთი აზრი წრის მუშაობასთან დაკავშირებით და სურვილი გამოთქვეს  სექტემბრიდან კვლავ გააგრძელონ საწრეო მუშაობა.




საწრეო    მუშაობის    რეფლექსია

2018–2019 სასწავლო წლის  II  სემესტრში შეიქმნა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრესახელწოდებით  „ისტ-ის გამოყენება თანამედროვე ცხოვრებაში“  მასში გაერთიანებულიაV -VI კლასის მოსწავლეებიწრე ტარდება კვირაში ერთხელწრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილირომელიც ემსახურება მოსწავლის ,  როგორც სააზრვნოასევე პრაქტიკულისა  და კითხვის უნარების განვითარებას.                  
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ისტში,  საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვისრათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ ტექნოლოგიებისმიმართრაც მომავალში სწორად გამოყენებისა და მოხმარება გახდებაგარკვეული წლებია ადამიანებსკომპიუტერული ტექნოლოგიების   მიმართ  არ  ქონდათ  შეხება  და   მისი  გამოყენება ,   ამიტომბუნებრივია,   თუ  უფრო  გაღრმავებულად  ვასწავლით  კომპიუტერულ  ტექნოლოგიებს   აუცილებლად  წაადგებათსაწრეო  მუშაობის აუცილებელი პირობაც ამიტომ არის   პროგრამის  გაღრმავებულად  სწავლებაა,  მაგალითად: translate.google.ge -ის ისტორიის გაცნობა, ტექსტის ფორმატირება,  ბუკლეტების  დამზადება, სკანირება, სარჩევის და  სანიშნოების შექმნა, ვებ გვერდის კომპონენეტები და სხვა.    საქმიანობის  მოსწავლეთა  ინტერესებზე  მორგება  პრიორიტეტულ  საჭიროებად  მივიჩნიე ამ მიმართულებით ჩავატარე ანკეტური გამოკითხვამივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიდნენროგორი აქტოვობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.
თავდაპირველად ჩემი მიზანი იყორომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების წრმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება საინფორმაციო კომპიუტერულიტექნილოგიების  ნორმების დაცვის მიმართ ამ მიზნით სამუშაოს  დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესსხშირად ვეუბნებოდირომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდესრადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილიამთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
• გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებასმაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
• მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
• მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებსმათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.

მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზეასრულებდნენ სავარჯიშოებსგაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმიგაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონეიყო ხარვეზებიც,  სწავლის პროცესში ვინაიდან კომპიუტერების რაოდენობა არ გვქონდა საკმარისი მაინც შეძლებისდაგვარად ვსვადი  მოსწავლეებს  როცა საჭიროებამ მოითხოვაშევცვალე მასალის თანმიმდევრობამიუხედავად ამისასაწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაშიუფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი.
საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე წრის მეცადინეობა მიმდინარეობდა სწავლა-კეთებითრომელსაც ავსებდა სწავლა-სწავლებას  და  მეცადინოებებით  მოსწავლეები   ერთმანეთში  ავსებდა.
ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების   წრის  მუშაობა  დადებითად  აისახა  საგნის სწავლების  შედეგებზე. წრის მუშაობა ასახულია ჩენს ბლოგზე